08.02.2010
ტრენინგი არასრულწლოვან პრობაციონერთათვის - “ემოციური აგრესიის მართვა”
ქუთაისში “სარეაბილიტაციო პროგრამა არასრულწლოვან პრობაციონერთათვის” ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე “ემოციური აგრესიის მართვა”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ცენტრის წევრმა შვიდმა პრობაციონერმა.
03.02.2010
ქუთაისის არასრულწლოვანი პრობაციონერები შეისწავლიან ხეზე და ქვაზე კვეთას
ქუთაისში “სარეაბილიტაციო პროგრამა არასრულწლოვან პრობაციონერთათვის” ფარგლებში 1 თებერვალს დაიწყო ხეზე და ქვაზე კვეთის შემსწავლელი ჯგუფის მუშაობა. აღნიშნულ პროფესიას განსაკუთრებული ინტერესით ეუფლება ცენტრის ექვსი პრობაციონერი.
21.12.2009
ქუთაისის არასრულწლოვნები თეატრალურ წარმოდგენაზე (17 დეკემბერი)
17 დეკემბერს ქუთაისის ცენტრის წევრი მოზარდები ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის დრამატულ თეატრში დაესწრნენ სპექტაკლს "იყო და რა იყო რა", რომელშიც მონაწილეობას იღებს ცენტრის წევრი ერთ-ერთი პრობაციონერი, ქუტაისის 36-ე საჯარო სკოლის მოსწავლე.
 
რესურსები >> კანონმდებლობა

PRI South Caucasus, 16 Kikodze Street, Tbilisi 0105 Georgia; Tel/Fax: +995 32 98 35 60; 20 57 75; e-mail:pri@pri.ge
PRI Head Office: www.penalreform.org