08.02.2010
ტრენინგი არასრულწლოვან პრობაციონერთათვის - “ემოციური აგრესიის მართვა”
ქუთაისში “სარეაბილიტაციო პროგრამა არასრულწლოვან პრობაციონერთათვის” ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე “ემოციური აგრესიის მართვა”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ცენტრის წევრმა შვიდმა პრობაციონერმა.
03.02.2010
ქუთაისის არასრულწლოვანი პრობაციონერები შეისწავლიან ხეზე და ქვაზე კვეთას
ქუთაისში “სარეაბილიტაციო პროგრამა არასრულწლოვან პრობაციონერთათვის” ფარგლებში 1 თებერვალს დაიწყო ხეზე და ქვაზე კვეთის შემსწავლელი ჯგუფის მუშაობა. აღნიშნულ პროფესიას განსაკუთრებული ინტერესით ეუფლება ცენტრის ექვსი პრობაციონერი.
21.12.2009
ქუთაისის არასრულწლოვნები თეატრალურ წარმოდგენაზე (17 დეკემბერი)
17 დეკემბერს ქუთაისის ცენტრის წევრი მოზარდები ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის დრამატულ თეატრში დაესწრნენ სპექტაკლს "იყო და რა იყო რა", რომელშიც მონაწილეობას იღებს ცენტრის წევრი ერთ-ერთი პრობაციონერი, ქუტაისის 36-ე საჯარო სკოლის მოსწავლე.
 
ექსკურსია ქუთაისის არასრულწლოვანი პრობაციონერებისთვის (4 დეკემბერი)

 

ექსკურსია პრობაციონერებისთვის

                           

4 დეკემბერს ქუთაისის არასრულწლოვან მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის წევრი 8 მოზარდი ექსკურსიაზე იმყოფებოდა კახეთის რეგიონში, დავით გარეჯელის სამონასტრო კომპლექსის და ბოდბის წნ. ნინოს სახელობის მონასტრის მოსალოცად-მოსანახულებლად.

მოზარდები პირველად იმყოფებოდნენ აღნიშნულ ისტორიულ ადგილებში. მათ დაათვალიერეს გარეჯის მონასტერი, გამოქვაბულები, შემორჩენილი უნიკალური ფრესკები.

ბოდბის წმ. ნინოს სახელობის სამონასტრო და საეპისკოპოსო ცენტრის მონახულების შემდეგ, პრობაციონერი მოზარდები ეწვივნენ განახლებულ სიღნაღსაც. უკან დაბრუნებისას, მოზარდებმა დაათვალიერეს დედაქალაქის წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.

***
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
ხათუნა ჯავახაძე - 877 446162; khatuna@pri.ge

PRI South Caucasus, 16 Kikodze Street, Tbilisi 0105 Georgia; Tel/Fax: +995 32 98 35 60; 20 57 75; e-mail:pri@pri.ge
PRI Head Office: www.penalreform.org