| ქუთაისის არასრულწლოვნები თეატრალურ წარმოდგენაზე (17 დეკემბერი) |
ქუთაისის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო ცენტრის მოზარდები თეატრალურ წარმოდგენაზე 17 დეკემბერს ქუთაისის ცენტრის წევრი მოზარდები ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის დრამატულ თეატრში დაესწრნენ სპექტაკლს "იყო და რა იყო რა", რომელშიც მონაწილეობას იღებს ცენტრის წევრი ერთ-ერთი პრობაციონერი, ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის მოსწავლე. სპექტაკლი ეძღვნებოდა საქართველოს მტკივნეულ ისტორიულ წარსულს, დღევანდელობას და დაუღალავ ბრძოლას ეროვნული თვითმყოფადობისთვის. მოზარდები ინტერესით უყურებდნენ წარმოდგენას, რომელშიც კიდევ ერთხელ გაცოცხლდა ქართველთა ისტორიული ომები, 9 აპრილი, საქართველოსთვის თავდადება სიცოცხლის ფასად. მეორე დღეს ცენტრში მოეწყო სპექტაკლის განხილვა, რომელზეც პრობაციონერებმა ერთმანეთს გაუზიარეს წარმოდგენის ნახვისას შექმნილი შთაბეჭდილებები. *** |

