08.02.2010
ტრენინგი არასრულწლოვან პრობაციონერთათვის - “ემოციური აგრესიის მართვა”
ქუთაისში “სარეაბილიტაციო პროგრამა არასრულწლოვან პრობაციონერთათვის” ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე “ემოციური აგრესიის მართვა”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ცენტრის წევრმა შვიდმა პრობაციონერმა.
03.02.2010
ქუთაისის არასრულწლოვანი პრობაციონერები შეისწავლიან ხეზე და ქვაზე კვეთას
ქუთაისში “სარეაბილიტაციო პროგრამა არასრულწლოვან პრობაციონერთათვის” ფარგლებში 1 თებერვალს დაიწყო ხეზე და ქვაზე კვეთის შემსწავლელი ჯგუფის მუშაობა. აღნიშნულ პროფესიას განსაკუთრებული ინტერესით ეუფლება ცენტრის ექვსი პრობაციონერი.
21.12.2009
ქუთაისის არასრულწლოვნები თეატრალურ წარმოდგენაზე (17 დეკემბერი)
17 დეკემბერს ქუთაისის ცენტრის წევრი მოზარდები ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის დრამატულ თეატრში დაესწრნენ სპექტაკლს "იყო და რა იყო რა", რომელშიც მონაწილეობას იღებს ცენტრის წევრი ერთ-ერთი პრობაციონერი, ქუტაისის 36-ე საჯარო სკოლის მოსწავლე.
 
სიახლეები

14.12.2009
ექსკურსია ქუთაისის არასრულწლოვანი პრობაციონერებისთვის (4 დეკემბერი)
4 დეკემბერს ქუთაისის არასრულწლოვან მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის წევრი 8 მოზარდი ექსკურსიაზე იმყოფებოდა კახეთის რეგიონში, დავით გარეჯელის სამონასტრო კომპლექსის და ბოდბის წნ. ნინოს სახელობის მონასტრის მოსალოცად-მოსანახულებლად.
11.12.2009
რუსთავის არასრულწლოვანი პრობაციონერების ვიზიტი საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში (11 დეკემბერი)
11 დეკემბერს 15.00 საათზე, პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვნებს აქვთ შესაძლებლობა განახორციელონ ვიზიტი საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც გაეცნობიან ძველქართული დამწერლობის ძეგლებსა და ხელნაწერებს, აგრეთვე სტამბის დაარსების ისტორიას.
07.12.2009
სემინარი თემაზე "არასრულწლოვანთა უფლებები", რუსთავი (10 დეკემბერი)
10 დეკემბერს, 15.00 საათზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების დახმარების პროგრამის რუსთავის ოფისში, “ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კვირეულის” ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები ჩაატარებენ სემინარს თემაზე: "არასრულწლოვანთა უფლებები მათი დაკავების შემთხვევაში"
30.11.2009
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რუსთავი (1 დეკემბერი)
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების დახმარების პროგრამაში”, წაიკითხავენ პრეზენტაციას რუსთავის სააღმზრდელო დაწესებულების მოზარდებისთვის, თემაზე “ერთად შიდსის წინააღმდეგ”
30.11.2009
შეხვედრა თემაზე: “სამართალი და სამართლიანობა, დანაშაული და სასჯელი”, რუსთავი (27 ნოემბერი)
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანატმა მოამზადა ლექცია-სემინარი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის, რომლებიც იღებენ ან იღებდნენ მონაწილეობას “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების დახმარების პროგრამაში”, რუსთავი.

 1  2  3  4 >>>>>

PRI South Caucasus, 16 Kikodze Street, Tbilisi 0105 Georgia; Tel/Fax: +995 32 98 35 60; 20 57 75; e-mail:pri@pri.ge
PRI Head Office: www.penalreform.org